66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურის მიმდებარედ საბრძოლო მასალის ნაწილი ააფეთქეს.
"რუსმა ტერორისტებმა საბრძოლო მასალის ნაწილი მათ მიერ დაკავებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ააფეთქეს. ამ ინფორმაციას „ენერგოტომის“ პრესსამსახური ადასტურებს.
კომპანიის ცნობით, აფეთქება ატომური ელექტროსადგურის ადგილას მოხდა. აფეთქების დროს, სადგურის თანამშრომლებმა სამუშაო დატოვეს.
"რუსმა სამხედროებმა, სულელებმა საბრძოლო მასალის ნაწილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადგილას ააფეთქეს, უფრო კონკრეტულად აფეთქება სასწავლო ცენტრისა და N1 ელექტროსადგურის ნანგრევებთან მოხდა.
ისინი აპირებენ, აფეთქებები ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე გააგრძელონ. აფეთქებების შედეგად პერსონალმა შენობა დატოვა“, - ნათქვამია ანგარიშში.
შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია." - წერს გამოცემა.