66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებიც დაბა ურეკში იმყოფებიან.
„დღეს, საკრებულოს წევრებთან ერთად მოვინახულეთ ჩვენი მეგობარი უკრაინელები და მათ თანადგომა გამოვუცხადეთ. გადავეცით საკვები პროდუქტები და მივიღეთ ინფორმაცია, თუ რა სახის დახმარება ესაჭიროებათ მათ ამ ეტაპზე. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას!“- აღნიშნა ნათია გოლიაძემ.
„მნიშვნელოვანია სოლიდარობა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს, კოლეგებთან ერთად ის ოჯახები მოვინახულეთ, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტში იმყოფებიან. მაქსიმალურად შევეცდებით დავეხმაროთ მათ და გავუწიოთ ღირსეული მასპინძლობა ოზურგეთში.“ - აღნიშნა დავით დარჩიამ.