რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ენერგოდარის მერის პირველი მოადგილე გაიტაცეს

მერი

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ენერგოდარის მერის პირველი მოადგილე, ივან სამოიდუკი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

"ჩვენთის უცნობია, რა მდგომარეობაშია ის ამ წუთას! კონტაქზე გუშინდელი დღიდან არ გამოდის. დღეს კი მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია მისი გატაცების შესახებ!" - განაცხადა ენერგოდარის მერმა დმიტრი ორლოვმა.

​მისივე თქმით, ოკუპანტებმა ქალაქის იმ მცხოვრებლების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორი დაიწყეს, რომლებიც აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით გამოირჩევიან. ენერგოდარის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, არ უპასუხონ ტელეფონზე უცხო ნომრებს და არ დაასახელონ საუბრისას, თუ სად იმყოფებიან იმ მომენტისთვის.