დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ველიკა კოსტრომკაზე იერიში კასეტური ბომბებით მიიტანეს. ოკუპანტების დაბომბვამ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაჭრილებიც.
აგრეთვე, განადგურდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
„ამ ტერიტორიაზე არცერთი სამხედრო ობიექტი არ არის. რუსი ჯარისკაცები ცინიკურად ანადგურებენ უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
ისინი არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. თუ წააწყდებით ომის დანაშაულების ფაქტებს, აუცილებლად ჩაიწერეთ და გამოგვიგზავნეთ დამამტკიცებელი საბუთი“, - წერს გენერალური პროკურორის ოფისი.