რუსმა დამპყრობლებმა სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის ხიდი დაანგრიეს

ხიდი უკრაინაში

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ლუგანსკის ოლქში, ქალაქ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის არსებული ხიდი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის თქმით, ეს „ძალიან გაართულებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ევაკუაციას“.

მისივე თქმით, ეს უკვე მეორედ მოხდა, რადგან 2014 წლის ივლისში, ლისიჩანსკის გათავისუფლების დროს, სამხედროებმა ხიდი მტრის უკან დახევის დროს ააფეთქეს. მას შემდეგ, კომუნიკაცია სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის რთული იყო - ხიდი 2016 წელს აღადგინეს.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, შაბათს, 21 მაისს ლუგანსკის რეგიონიდან 57 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.