5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები და ოფიცრები დანაყოფების უმეტესობაში მზად არიან იარაღი დაყარონ და დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე უარი განაცხადონ.
თუმცა, იმ ჯარისკაცებს, ვისაც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტა სურთ, უკრაინელების მიერ მათი მოკვლის ალბათობის ეშინიათ.
სწორედ ამიტომ, უკრაინა იმ რუს ჯარისკაცებს, ვინც მათ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ, სიცოცხლის გარანტიას აძლევენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება УНИАН-ი ავრცელებს:
"უკრაინული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცები და ოფიცრები დანაყოფების უმეტესობაში მზად არიან დადონ იარაღი და დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე უარი განაცხადონ.
თუმცა, იმ ჯარისკაცებს, ვისაც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტა სურთ, უკრაინელების მიერ მათი მოკვლის ალბათობის ეშინიათ.
მათ არ სურთ, თავიანთი თანამებრძოლების მსგავსად მოკვდნენ, მაგრამ ეშინიათ, რომ უკრაინელები მათ დახვრეტენ.
ამის გამო, გაავრცელეთ ინფორმაცია რუსულ ჩათებში, არხებსა თუ მეგობრებში, რუსეთსა და ბელარუსში, რომ დანებებულ სამხედროებს არაფერი დაუშავდებათ.
"რუსო ჯარისკაცებო, მოძებნეთ თანამოაზრეები ოფიცრებს შორის, განიარაღდით!
შექმენით ჯგუფები, გაგზავნეთ ერთი მომლაპარაკებელი დროშით და აწეული ხელებით უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებისკენ. ყველას გარანტირებული გაქვთ უსაფრთხოება და სიცოცხლე." - წერს გამოცემა.