ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა

პაატა ნაცვლიშვილი

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა. 

პაატა ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, მან ქართული მედიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კოლეგები, მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან და სამძიმარს უცხადებენ ოჯახსა და ახლობლებს.

„პრაიმტაიმის“ რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ახლობლებს.