დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ვფიქრობ, კულმინაცია იქნება ზაფხულის ბოლოს, როცა მათ ამოეწურებათ რესურსი, აღარ ექნებათ ბრძოლის სურვილი და აღარ ეყოლებათ პერსონალი,“ - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.
ამერიკელი გენერლის თქმით, პუტინი პირადად არის ჩართული სამხედრო კამპანიის ყველა დეტალში, რაც იმის ნიშანია, რომ კრემლი პანიკაშია.
ამასთან, ჰოჯესი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ყველა ერთიანი იყოს და რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლა გაგრძელდეს.
„საინტერესო დღე იყო 9 მაისი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც არ იყო ნათქვამი, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცები არ იყვნენ. გერასიმოვი იქ არ იყო, ისევე როგორც ლავროვი. არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მაგრამ ვიცი რომ პუტინი პირადად არის ჩართული სამხედრო კამპანიის ყველა დეტალში, რაც იმის ნიშანია, რომ ვფიქრობ, კრემლი პანიკაშია.
რუსეთს სადღესასწაულო არაფერი აქვს. მათ ყველა მიზანს ვერ მიაღწიეს. თავდაცვის სამინისტრომ თავი გამოიჩინა კორუმპირებულ ინსტიტუტად და მათმა ჯარისკაცებმა გამოიჩინეს თავი მკვლელებად.
აშკარაა, რომ მათ დაიკავეს ტერიტორია, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინის ეკონომიკას. ბლოკავენ მარცვლეულის ექსპორტს. წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა, მაგრამ არცერთ მათგანს არ შეიძლება ეწოდოს რუსეთის გამარჯვება, თუ გავითვალისწინებთ იმ მიზნებს, რაც კრემლმა დაისახა.
გულწრფელად გითხრათ, არ მგონია, რომ რუსეთს შეუძლია გააგრძელოს ის, რასაც აკეთებს განუსაზღვრელი ვადით. ვფიქრობ, კულმინაცია იქნება ზაფხულის ბოლოს, როცა მათ ამოეწურებათ რესურსი, აღარ ექნებათ ბრძოლის სურვილი და აღარ ეყოლებათ პერსონალი.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ერთიანი. საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და ყველა პარტნიორი. გაგრძელდეს სანქციები და დიპლომატიური ზეწოლა“, - აცხადებს ჰოჯესი.