1740337798
ვოლოდიმირ ზელენსკი - სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო დღეებში უკრაინელებმა დაახლოებით 2 ათასი კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი ჯარისკაცების სვლა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. რუსული არმია ამ დღეებში ავლენს ყველაზე უკეთესს, რისი კეთებაც შეუძლია – გვაჩვენებენ ზურგს. საბოლოო ჯამში, ეს არ არის ცუდი არჩევანი მათთვის – გაქცევა. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არასდროს იქნება“, – განაცხადა მან.
ამავდროულად, ზელენსკიმ მოუწოდა რუს სამხედროებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება, ჩაბარდნენ და აღნიშნა, რომ მათ ჟენევის კონვენციების შესაბამისად მოეპყრობიან.