რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა

 უპილოტო საფრენი აპარატები

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი აცხადებს, რომ იერიში სატრანსპორტო-ენერგეტიკულ ობიექტებზე იქნა მიტანილი.

მისი თქმით, ფროლოვის რაიონში მატარებლების მოძრაობა შეზღუდულია.

ამასთან, რუსულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ფროლოვოში რკინიგზის სადგური „არჩედა“ იწვის.