იემენთან ათობით მიგრანტი დაიღუპა

იემენთან ათობით მიგრანტი დაიღუპა

იემენის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 68 მიგრანტი დაიღუპა, კიდევ ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. მიგრანტების ნავი ეთიოპიიდან მოცურავდა, როდესაც ადენის ყურეში ჩაიძირა. გაეროს მონაცემებით, ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა, 12 მათგანი გადარჩა.

აფრიკელი მიგრანტები იემენის გავლით საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წელს ეს გზა 60 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ორგანიზაციის მონაცემებით, წითელ ზღვაში სულ მცირე 558 ადამიანი დაიღუპა, 462 მათგანი ნავი ჩაძირვის შემდეგ.