რუსეთში Instagram-იც დაბლოკეს

ინსტაგრამი

რუსეთის სახელმწიფო მედია მონიტორინგის ორგანიზაცია Roskomnadzor აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცების მიმართ „ძალადობისკენ მოწოდებების“ გამო ქვეყანაში ინსტაგრამი  დაიბლოკება.

ცნობისთვის, 4 მარტს Roskomnadzor-მა განაცხადა, რომ რუსეთში  facebook-ზე წვდომას ბლოკავს რუსეთში რუსული მედიის მიმართ „დისკრიმინაციის“ გამო.

Meta-ს ეკუთვნის Instagram, Facebook და WhatsApp.

თუმცა, WhatsApp ამჟამად არ არის დაბლოკილი რუსეთში, რადგან ის შეტყობინებების პლატფორმაა და არა სოციალური ქსელი.