ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
2022 წლის 14 მარტიდან რუსეთმა მოსახლეობას Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა შეუზღუდა, თუმცა, სახელმწიფო მოხელეებისა და უწყებების ნაწილი ამერიკულ სოციალურ ქსელებს კვლავ იყენებს თავისი პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად.
რუსეთის სახელმწიფო უწყებების ნაწილი უკვე 15 მარტს დაემშვიდობა ფეისბუკმომხმარებლებს და მათ აცნობეს, რომ როსკომნადზორის შემოღებული აკრძალვის გამო, მათი ფეისბუკგვერდი არ განახლდებოდა. მათ მოუწოდეს მომხმარებლებს, რუსულ სოციალურ ქსელებში გაწევრიანებულიყვნენ. მსგავსი განცხადებები სამინისტროების ვებ-გვერდზებზეც გამოქვეყნდა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეები 14 მარტიდან ვერ შედიან ფეისბუკსა და ინსტაგრამზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი პრესსპიკერი მარია ზახაროვა, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამერიკულ სოციალურ ქსელებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის კვლავ აქტიურად იყენებენ.