მელიტოპოლში უკრაინელი ჟურნალისტები დააკავეს

  press

რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს და გამოცემა Melitopolski Vidomosti-ს ვებგვერდი დაბლოკეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, Melitopolski Vidomosti-ის რამდენიმე ჟურნალისტი შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

,,შეიარაღებული ადამიანები შევიდნენ გაზეთ Melitopolski Vidomosti-ის ჟურნალისტების ოლგა ოლხოვსკასა და ლიუბოვ ჩაიკას, გამომცემლის მიხაილო კუმოკის და რედაქტორის, ევგენია ბორიანის სახლებში. დააკავეს ისინი და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით“, - აცხადებენ დაკავებული ჟურნალისტების კოლეგები.