რა თქვა სანიოლმა სომხეთთან მატჩის შემდეგ
1742751110
რუსეთში 1 300-მდე ექიმმა ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით, ღია წერილით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა.
„ომი ბევრ სიცოცხლეს შეიწირავს, იმდენს, რომ ჩვენ მთელი ძალისხმევითაც კი, ვერ მოვახერხებთ დახმარებას. ტკივილისგან ყვირილი, დედების მოწოდება, ყველა იქნება ერთ ენაზე. რა კეთილი მიზნებითაც არ უნდა გამართლდეს სასიკვდილო იარაღის გამოყენება, ის მაინც სასიკვდილო იარაღად რჩება, რომელიც იწვევს ტკივილს და ტანჯვას“, – ნათქვამია მედპერსონალის ღია წერილში.