კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
რუსეთს სანქციების იაპონია და კანადაც უწესებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იაპონიის მთავრობის განმარტებით, იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება აიკრძალება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. შავ სიაში შეყვანილი პირები ვერც იაპონიის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებენ.
„რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ.
იაპონიის პრემიერის თქმით, სანქციების დეტალები მუშავდება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
რაც შეეხება კანადას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ სანქციების პირველი პაკეტის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან შეწყდება ფინანსური საქმიანობა. მისივე თქმით, ასევე სანქციები დაუწესდებათ რუსეთის პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭირეს მხარი.