რუსეთს პასუხს ვაგებინებთ მისი ქმედებებისთვის - მზად ვართ, რუსეთს მკაცრი სანქციები დავუწესოთ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება - ჯო ბაიდენი

baideni

რუსეთს პასუხს ვაგებინებთ მისი ქმედებებისთვის - მზად ვართ, რუსეთს მკაცრი სანქციები დავუწესოთ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

„აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს დაუჭერენ უკრაინელ ხალხს. რუსეთს პასუხს ვაგებინებთ მისი ქმედებებისთვის. დასავლეთი გაერთიანებულია და მტკიცედ განწყობილია. მზად ვართ, რუსეთს მკაცრი სანქციები დავუწესოთ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია დიპლომატიური გზის არჩევა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთი დათანხმდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერთმანეთს 24 თებერვალს ევროპაში შეხვდნენ.

„თუმცა, თუ რუსეთი ამ თარიღამდე სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს, ცხადი გახდება, რომ მათ დიპლომატიის კარი ძლიერად მიხურეს. ომს აირჩევენ და ეს ძვირი დაუჯდებათ“, - განაცხადა მან.