რუსეთს არ აქვს იმდენი რაკეტა, რამდენიც ჩვენს ხალხს, სიცოცხლის სურვილი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი სამხრეთ უკრაინას, მიკოლაივის რეგიონს ეწვია. როგორც მან განაცხადა, უკრაინა არაფრის დათმობას არ აპირებს და რუსული აგრესიით გამოწვეულ კრიზისს გაუმკლავდება.

„დანაკარგები მნიშვნელოვანია. ბევრი სახლი დაინგრა, სამოქალაქო მომარაგება შეფერხდა, ბევრი სოციალური პრობლემაა. [შესაბამის პირებს] დავავალე უფრო სისტემური გახდეს დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს, რაც განადგურდა. რუსეთს არ აქვს იმდენი რაკეტა, რამდენიც ჩვენს ხალხს - სიცოცხლის სურვილი. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს სასურსათო კრიზისს, რომელიც მთელ მსოფლიოში - აზიაში, აფრიკასა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში რუსული ომის გამო დაიწყო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.