რუსეთმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა - დაიღუპა 34 ადამიანი

მჯ

 რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი სუმი დაბომბა, რის შედეგადაც 34 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„რუსეთმა ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ერთი მათგანი უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს მოხვდა. ხოლო მეორე ქუჩაში აფეთქდა“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მისივე განმარტებით, საჰაერო იერიშის შედეგად 117 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაშავდა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სასტიკ მოქმედებებს ემატება ის გარემოება, რომ დაბომბვა ბზობის დღესასწაულზე მოხდა.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მომხდარი უკვე დაგმეს ევროპულმა ქვეყნებმა და მათმა ლიდერებმა.