1692302192
რუსეთმა ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა, დაშავებულია 14 ადამიანი

რუსეთმა ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.
უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში, სულ მცირე, სამი აფეთქება მოხდა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ეპიცენტრი იყო შევჩენკოვსკის რაიონი, სადაც მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს იერიში.