რუსეთმა ხარკოვი დრონებით დაბომბა - არიან დაშავებულები

ხარკოვი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. 14 ადამიანს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, ხუთი მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

როგორც სინეგუბოვი აღნიშნავს, დაშავებულთა შორის არიან ორი ბავშვი და ორსული ქალი.

ოკუპანტების სამიზნეს ხარკოვის ხუთი რაიონი - კიევის, ნემიშლიანის, სლობოდის, სალტოვისა და შევჩენკოს - წარმოადგენდა.