რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანა, წინასწარი ინფორმაციით, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქი

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული იერიში მიიტანა. წინასწარი ინფორმაციით, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი ლისაკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ხანძარი გაჩნდა.

„აგრესორმა კვლავ მასობრივად დაბომბა ოლქი უპილოტო საფრენი აპარატებით. თავდასხმის შედეგად სინელნიკოვოსა და სამაროვსკის რაიონებში, საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე ხანძარია პავლოგრადშიც, მათ შორის, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაცია ზუსტდება“, – განაცხადა ლისაკმა.