სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება. ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც ადასტურებს.

მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებას ასევე ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დიმიტრიევი.

ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის ბოლო შეხვედრა 11 აპრილს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა და დაახლოებით ოთხ-ნახევარი საათი გაგრძელდა.