რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია - მაკრონი

emanuel makroni

რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია, – ამის შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბავარიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს. 

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შენარჩუნდება, მანამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება და იმ ინტენსივობით, რაც იქნება საჭირო უახლოეს კვირებსა და თვეებში“, – განაცხადა მაკრონმა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ისურვებდა ომის ზამთრამდე დასრულდეს, მაკრონმა თქვა, რომ არავინ საუბრობს ომის უახლოეს თვეებში დასრულებაზე. თუმცა, გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლომდე გამოსავალი ნაპოვნი იქნება, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ „რუსეთი არ გაიმარჯვებს“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რუსეთის ტერორისტ-სახელმწიფოდ მოხსენიებაზე, თუმცა ამავე დროს მაკრონმა უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო იერიშს „ომის დანაშაული“ უწოდა.