4 წლის გალა გასვიანის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს - როგორ გააოცა პატარა გენიოსმა მაყურებელი
1767981989
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 97-ე დღეს, აქტიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება . ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულ აგრესიას 243 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 444. 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში, 32 ჟურნალისტი დაიღუპა.
ლისიჩანსკთან რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო მანქანას, რის გამოც ლუჰანსკის ოლქში ევაკუაციის პროცესი შეწყდა.
გრძელდება ქუჩის ბრძოლები სევეროდონეცკში. უკრაინული მედიის ცნობით, აგრესორებმა წინ წაიწიეს.
რუსული არმია წინსვლას ცდილობს ზაპორიჟიეს ოლქშიც. ოლქის გუბერნატორის თქმით, სამხედროებმა დააზიანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.