გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
„რუსეთმა ჩაიდინა ყველაზე დიდი სამხედრო დანაშაული ხარკოვში, ქალაქი შესაძლოა, იყოს რუსული ტრიბუნალის ადგილი ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს.
რეზნიკოვმა სალტოვკადან ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა: ხარკოვის ეს საცხოვრებელი უბანი, ერთ-ერთი უდიდესი უბანია უკრაინაში. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით შეიძლება შევადაროთ მარიუპოლს.
მისივე თქმით, ახლა ეს არის ოკუპანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის ადგილი.
„ხარკოვი არის ცივილიზაციის პირველი ფორპოსტი. გამარჯვების შემდეგ, ეს იქნება რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის ადგილი“, - აცხადებს რეზნიკოვი.