ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ საზარელ ომს ვერ მოიგებს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს ფილტრაციის ოპერაციები, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და გაეროს წესდების დარღვევა. სასწრაფოდ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რათა დაასრულოს უაზრო ომი, რომელსაც ვერ მოიგებს, რაც არ უნდა საზიზღარი და საზარელი იყოს მისი ტაქტიკა“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.