რუსეთის თანამედროვე ტანკების დაახლოებით 30% განადგურებულია - უკრაინული მედია

უკრაინა

უკრაინასთან ომის განმავლობაში, რუსეთმა არსენალში მყოფი თანამედროვე ტანკების თითქმის მესამედი დაკარგა. ინფორმაციას  უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„უკრაინასთან ომის დაწყებამდე, რუსეთს დაახლოებით 3000 თანამედროვე ტანკი ჰქონდა თავის არსენალში. ომის სამი თვის განმავლობაში, მათი 30%-ზე მეტი უკვე გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა“, - ამბობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვიქტორ ანდრუსივი.

როგორც Ukrinform-ი იტყობინება, რუსეთი უკრაინაში მოძველებულ T-62 ტანკებს გზავნის, რაც თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის დეფიციტზე მიუთითებს.