რუსეთის შეჭრის შემდეგ 2,5 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ქვეყანა დატოვა - სად არიან ისინი ახლა

უკრაინელი ლტოლვილები

უკვე მე-19 დღეა, რაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. რუსი ოკუპანტების მიერ ქვეყანაში შეჭრის გამო უკრაინა მოკლე დროში უკვე 2.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ისინი მეზობელ ქვეყნებში გადადან.

ლტოლვილი ადმიანების რიცხვი წარმოადგენს „ყველაზე სწრაფად მზარდ ლტოლვილთა კრიზისს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, განაცხადა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) კომისარმა, ფილიპო გრანდიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილების ბევრი მცხოვრები გადავიდა დასავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზებისგან მოშორებით, გაეროს უახლესი შეფასებით, 2,5 მილიონზე მეტმა უკრაინელმა მთლიანად დატოვა ქვეყანა 24 თებერვლის შემდეგ.

უკრაინიდან გაქცეულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. 18-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ მას შემდეგ, რაც ეროვნულმა მთავრობამ საომარი მდგომარეობა დააწესა. 

  • UNHCR-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი (1,6 მილიონზე მეტი) უკრაინელი პოლონეთმა მიიღო.
  • ამასთან, 245,000-ზე მეტი ულტოლვილი ჩავიდა უნგრეთში, ხოლო 195,000-ზე მეტი გაიქცა სლოვაკეთში.
  • მოლდოვაში 328 000-ზე მეტი უკრაინელი ჩავიდა.
  • ასევე, 173000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა რუმინეთში.

ამასთან, ათასობით უკრაინელის ჩასვლის შესახებ იტყობინებიან ევროპის ქვეყნები, მათ შორის გერმანია, ავსტრია, ხორვატია, ესტონეთი, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, ნიდერლანდები, პორტუგალია და შვედეთი.