რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში ბოლო 24 საათის განმავლობაში შვიდი დასახლებული პუნქტის მახლობლად წინ წაიწიეს - უკრაინული მედია

დონეცკი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში ბოლო 24 საათის განმავლობაში შვიდი დასახლებული პუნქტის მახლობლად წინ წაიწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ანალიტიკურ პროექტი „დიფ სტეიტიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„დიფ სტეიტის“ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საარმიო ნაწილები წინ წავიდნენ ალექსანდროგრადის, კომარის, ვოსკრესენკის, დილიევკის, ტორსკოეს, კარპოვკისა და ლეონიდოვკის მახლობლად.

ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 167 საბრძოლო შეტაკება მოხდა. თავდასხმების ყველაზე დიდი რაოდენობა – 74 – პოკროვსკის მიმართულებით მოხდა.

პარალელურად, „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ წერს, რომ რუსი რუსი სამხედროები ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში წინ წავიდნენ, კერძოდ, სუმის ოლქის ჩრდილოეთით, დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანის მიმართულებით, ასევე პოკროვსკის ოლქში.