რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 42 დაშავდა - მათ შორის ბავშვები და მოხუცები არიან

ხარკოვი

რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 42 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და მოხუცები, დაშავდა.

რთულია მდგომარეობა ფრონტის ხაზზეც, სადაც შეტაკებები არ წყდება. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით გასული დღე-ღამის განმავლობაში 137 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელ წერტილად პოკროვსკის და კურა-ხოვის სამხედრო მიმართულებები სახელდება.