1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს და პერსონალი მძევლად აიყვანეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს.
„სასტიკი ბრძოლის შემდეგ ჩერნობილის სადგურზე კონტროლი დავკარგეთ. უცნობია ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ობიექტების, ბირთვული ნარჩენების საწყობის მდგომარეობა. ამ მიმართულებით რუსეთის სრულიად უაზრო თავდასხმის შემდეგ, შეუძლებელია იმის თქვა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე არ ემუქრება. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპისთვის“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილ პოდოლიაკმა.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს, ეს მთელი ევროპის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა“.