ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
„ფაინენშალ თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირადად დაადასტურა რომან აბრამოვიჩის ჩართულობა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში.
წყაროს ინფორმაციით, პუტინის თანხმობით, აბრამოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვდა, რათა მხარეებს შორის მოლაპარაკებები გამართულიყო.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ აბრამოვიჩი საკმაოდ ჩართულია მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა დავით არახამიამ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით კი, აბრამოვიჩი მხოლოდ საორგანიზაციო ნაწილში იყო ჩართული. ახლა კი, მოლაპარაკებები უშუალოდ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელს შორის მიმდინარეობს.