66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
პუტინის ქმედებები ეწინააღმდეგება გაერო-სა და ადამიანის უფლებების საბჭოს პრინციპებს, მან უნდა აგოს პასუხი და აგებს კიდეც, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე.
ბორელის თქმით, რუსეთი თავს ესხმის არამხოლოდ თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდობიან უკრაინას, არამედ გლობალურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
„ეს არის აღმაშფოთებელი თავდასხმა საერთაშორისო სამართალზე. ეს არის ჰუმანიტარული თანაცხოვრების მთავარი პრინციპების დარღვევა. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მის ძალისხმევას დაიცვას საკუთარი ტერიტორია და ხალხი. უკრაინელი მამაკაცების და ქალების სიმამაცე შთამაგონებელია ყველა ჩვენგანისთვის. ვუერთდებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ შეწყვიტოს აგრესია. შეშფოთებული ვართ სამოქალაქო პირების მსხვერპლით.