1736011591
რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად, რადას შენობა დაზიანდა
უკრაინის რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, 1-ელ იანვარს რუსეთის მიერ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რადას შენობა დაზიანდა. სტეფანჩუკის თქმით, დაზიანებულია რადას შენობის რამდენიმე განყოფილება, ასევე ახლოს მდებარე სხვა შენობები.
„აფეთქების ტალღამ დააზიანა სახლები, ასევე უკრაინის პარლამენტის შენობა, სადაც განთავსებულია კომიტეტები და სამმართველოები. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის შეფასება“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.
რუსეთის მხრიდან თავდასხმის შედეგად დაზიანდა უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის შენობაც.