„ევროპა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს“ - ბორის პისტორიუსი

ბორის პისტორიუსი

ევროპა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიტანელ, ფრანგ, იტალიელ და პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს უკრაინისთვის ძლიერი პოზიციიდან მოქმედების შესაძლებლობის მიცემა“, – განაცხადა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებას დაეთანხმა მისი პოლონელი კოლეგა, ვლადისლავ კოსინაკ-კამიში და ხაზი გაუსვა უკრაინისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობას.

„ევროპამ უფრო მეტად კოორდინირებული უნდა გახადოს თავისი ძალისხმევა. დღეს ჩვენ ვალდებულნი ვართ, ნათლად ვთქვათ – ევროპამ უნდა გაზარდოს თავისი ძალისხმევა უკრაინის დახმარებაზე, როდესაც საქმე საკუთარ უსაფრთხოებას ეხება“, – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.