უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
რუსეთის კიდევ ერთი მასირებული დარტყმა, სამიზნე უცვლელია, ჩვენი ენერგეტიკული სექტორი, 40-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, მათ შორის ბალისტიკური, – ამის შესახებ უკრანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვისა და ყველა ჩართული ქვედანაყოფის წყალობით, შესაძლებელი გახდა უკრაინის ენერგოსისტემის მუშაობის შენარჩუნება.
„რუსეთის კიდევ ერთი მასირებული დარტყმა. ახლა შუა ზამთარია და რუსებისთვის სამიზნე უცვლელია: ჩვენი ენერგეტიკული სექტორი. სამიზნეებს შორის არის გაზის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხალხის ნორმალურ ცხოვრებას. 40-ზე მეტი რაკეტა იყო, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები. სულ მცირე 30 განადგურდა. ამასთან, საჰაერო თავდაცვამ 70-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო“, -წერს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, უკრაინას მუდმივად სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.
„პარტნიორებმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტსა და რამშტაინის ფორმატის შეხვედრის დროს მოგვცეს დაპირებები, რომლებიც ჯერ ბოლომდე არ არის შესრულებული. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც ჩვენს სახელმწიფოს ეხმარება, მაგრამ ეს ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენი სახელმწიფოს საჭიროება. სწორედ ახლა უკრაინის დაცვით ცხადი ხდება, შეუძლია თუ არა ევროპას და ზოგადად დემოკრატიულ სამყაროს ომების შეჩერება, საიმედოდ და დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.