66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
უცნობმა პირებმა საფრანგეთის ქალაქ მარსელში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე სამი ასაფეთქებელი საშუალებები ისროლეს, რომელთაგან ორი აფეთქდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ასაფეთქებელი საშუალებები საკონსულოს ეზოში ისროლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. საკონსულოს შენობაც არ დაზიანებულა. საკონსულოს შენობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის მიერ არის გადაკეტილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მომხდარი ტერორისტული აქტის ნიშნებს შეიცავს.