რუსეთის ბაზარი Zara-მ, Paypal-მა და Samsung-მაც დატოვეს

ზარა

რუსეთში, მათ შორის სანკტ-პეტერბურგში, Zara-ს 86 მაღაზია დაიხურა. ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის კომპანია Inditex-მა დახურა კიდევ რვა ბრენდის 502 მაღაზია, მათ შორისაა Bershka, Stradivarius-ი და Oysho. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. 

რაც შეეხება Paypal-ს: გადახდის სისტემების გიგანტმა თავისი სერვისების დახურვის მიზეზად „უკრაინაში ძალადობრივი სამხედრო აგრესია“ დაასახელა.

Samsung-ი კი, რომელიც რუსეთში სმარტფონების მთავარი მიმწოდებელია, ბაზრიდან გასვლას „გეოპოლიტიკური მოვლენებით“ ხსნის.

იქამდე, რუსეთში ოპერირება შეწყვიტეს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Apple-ი, Ikea, H&M-ი, Boohoo, Rolls Royce-ი, Burberry, Jaguar Land Rover (JLR), General Motors-ი, Aston Martin-ი, Netflix-ი და მრავალი სხვა.