პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო სჭირდება ომის მოგებას, მაგრამ ვიცით, რომ არც ერთი რუსული მანიპულაცია და არც ერთი რუსული დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსულმა არმიამ მორიგი სასტიკი დარტყმა მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას ნიკოლაევში. ჭურვი აფეთქდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან. არიან დაღუპულები და დაჭრილები. კვლავ დაბომბეს ხარკოვი, სუმის ოლქი. ეს ყველაფერი შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ ერთი გზით, ეს არის გზა ჩვენი გამარჯვებისკენ.
ჩვენ არ ვიცით, რამდენი დრო სჭირდება ამ გზით წასვლას, მაგრამ ვიცით, რომ არც ერთი რუსული მანიპულაცია და არც ერთი რუსული დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.
ხვალ ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი დღეა, კიდევ ერთი დღე გამარჯვების გზაზე. იქნება ეს ჩვენთვის განსაკუთრებული? ეს იქნება კიდევ ერთი დღე, რომელიც უსაფრთხოებასა და მშვიდობას დაგვაახლოებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.