პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინა რუსეთის იერიშებს იგერიებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის შეტევების შეჩერება 11 მიმართულებით მოხერხდა. პარალელურად, ოკუპანტები მოკოლაევის, კრივოი როგისა და დონეცკის დასახლებულ რაიონებს ბომბავენ.
სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება.
რუსეთის მოქალაქეებს რუსულად კიდევ ერთხელ მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას თავი ყველა შესაძლო საშუალებით აარიდონ.