დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ეკლესიების გადაწვა, ქალაქების განადგურება და ბავშვების დახოცვა, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრძანებას გასცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ამის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. რადგან ეს ომი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ მის მიერ გამოწვეული საშინელებების შეჩერება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ეკლესიების გადაწვა; რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ქალაქების განადგურება; რუსეთის არმიას შეუძლია, შეწყვიტოს ბავშვების დახოცვა, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრძანებას გასცემს და ის ფაქტი, რომ ასეთი ბრძანება ჯერ კიდევ არ გაცემულა, ეს მთელი მსოფლიოს დამცირებაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რუსები კვლავ აგრძელებენ სუმის, მიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქების ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაბომბვას.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: ნახეთ, გიორგი ნაზღაიძის რეაქცია, როცა გაიგო, რომ „პრაიმ ჰაუსში“ ანი ყიფშიძე დარჩა
👉 „კატო გაქრისტიანდა“ - რა ფოტოებს აქვეყნებს რუსკა მაყაშვილი
👉 შემთხვევა, როდესაც ცოლ-ქმარმა გაყრის შემდეგ ხელახლა იქორწინა - ასლან აბაშიძის ვაჟის ოჯახის ისტორია