„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დირიჟორი იური კერპატენკო ოკუპირებულ ხერსონში, კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო საკუთარ სახლში მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" უკრაინის კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უკრაინის კულტურის უწყება აცხადებს, დირიჟორმა „კატეგორიული უარი თქვა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე" და კონცერტში მონაწილეობაზე, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ "ხერსონში ე.წ. მშვიდობიანი ცხოვრების გაუმჯობესების დემონსტრირებისკენ იყო მიმართული."