რუსეთი წარმატებას აღწევს აღმოსავლეთში, მაგრამ მნიშვნელოვანი რესურსის დანახარჯით - ბრიტანეთის თავდაცვა

britaneti

ბრიტანეთის თავდაცვის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ტაქტიკურ წარმატებას აღწევს დონბასის რეგიონში, თუმცა მნიშვნელოვანი რესურსების დანახარჯის ფონზე. 

"რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ს და სავარაუდოდ, დაამყარებს სრულ კონტროლს უახლოეს ორ კვირაში. რუსეთმა ამ ბოლოდროინდელ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწია მნიშვნელოვანი რესურსების დანახარჯებით, ძალისა და ბრძოლის ერთ ნაწილზე კონცენტრაციით", - წერს თავდაცვა.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ "რუსეთის თავდაპირველი გეგმის გათვალისწინებით, არც ერთი სტრატეგიული მიზანი არ არის მიღწეული". უწყების თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს დასჭირდება ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის უზარმაზარი ინვესტიცია.

ასევე ნახეთ:

👉 დასავლეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს - იენს სტოლტენბერგი

👉ჩვენი საბოლოო მიზანი არის ომის დასრულება, ძალადობა უნდა შეწყდეს - ნედ პრაისი