1746733863
რუსეთი სანქციების რაოდენობით მსოფლიო ლიდერი გახდა

რუსეთმა მის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების რაოდენობით გაუსწრო ირანს, სირიას და ჩრდილოეთ კორეას. ამას მოწმობს სანქციების, საექსპორტო კონტროლის და ჯარიმების საერთაშორისო ბაზის, Castellum.ai-ს მონაცემები.
2022 წლის 22 თებერვლამდე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდა ყირიმის ანექსიის, დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენების, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და სხვა ქმედებების გამო დაწესებული 2754 სანქცია. 2022 წლის 22 თებერვლის შემდეგ, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების რიცხვი 2778-ით, 5532-მდე გაიზარდა.
Castellum.ai-ს მონაცემებით, 2022 წლის 22 თებრვლიდან რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი, 568 სანქცია შვეიცარიამ აამოქმედა.
Castellum.ai-ს მონაცემთა ბაზის თანახმად, 2022 წლის 22 თებერვლამდე ყველაზე სანქცირებული ქვეყნების პირველი სამეული იყო:
ირანი - 3616 სანქცია;
სირია - 2608 სანქცია;
ჩრდილოეთ კორეა - 2077 სანქცია.
რუსეთი სანქციების რაოდენობით მსოფლიო ლიდერი გახდა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო.