პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 დასახლება დაბომბეს, დარტყმები დაფიქსირდა საცხოვრებელ სექტორზე, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება.
„დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ 10 დასახლება დაბომბა. ოკუპანტებმა დაანგრიეს სახლი, ორი სკოლა, გაზსადენი. არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ავდიივკაზე, ტორეცკიზე, კონსტანტინოვკაზე, ჩასოვ იარზე, ცუკურინოზე, პივნიჩნოეზე, რეი-ალექსანდროვკაზე, კონსტანტინოვკაზე, მარკოვოსა და პრიშიბზე.
რუსეთის ჯარებმა მშვიდობიანი მოსახლეობაზე დარტყმები ავიაციიდან, „ისკანდერ-K“-ს სარაკეტო სისტემებიდან, „სმერჩისა“ და „გრადის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და არტილერიიდან განახორციელეს. განადგურდა და დაზიანდა 31 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის 23 საცხოვრებელი სახლი.