პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
6 თვეა, უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, სრულმასშტაბიანი ომის 6 თვის განმავლობაში უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 400 ჯარისკაცია ლიკვიდირებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ, განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს:
ჯარისკაცი - დაახლოებით 45 400;
ტანკი - 1 919;
ჯავშანტექნიკა - 4 230;
საარტილერიო სისტემა - 1 032;
სარაკეტო სისტემა - 266;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 145;
თვითმფრინავები - 234;
ვერტმფრენი - 1 981;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 815;
საკრუიზო რაკეტები - 194;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 143;
გემი/ნავი/კატარღა - 15;
სპეციალური აღჭურვილობა - 99 - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარალელურად, ვრცელდება ცნობები რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების შესახებ.
რუსული აგრესიის კიდევ უფრო გაძლიერების მოლოდინში, უკრაინამ ხარკოვში დამოუკიდებლობის დღისთვის, „კომენდანტის საათი“ დააწესა.
რუსეთის სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო, 22-დან 25 აგვისტომდე, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალული იქნება კიევშიც. სამთავრობო კვარტალში მდებარე უწყებების თანამშრომლებს, რეკომენდაცია მისცეს, 22-დან 26 აგვისტომდე, დისტანციურად იმუშაონ.