„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
გამოცემა „გარდიანი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მიმდინარე კვირაში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგება.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული სიტუაცია და უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.
ლვოვში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტიერეშთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით სპეციალური ზომების მიღებისკენ უნდა მოუწოდოს.
შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკვე რამდენიმე თვეა, რუსები აკონტროლებენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ზაპოროჟიეში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა.