რუსებმა ბერდიანსკის პორტიდან მარცვლეულით სავსე 5 გემი „გაიტაცეს“

უკრაინული გემი

ბერდიანსკის საზღვაო პორტიდან მარცვლეულით სავსე 5 გემი გაუჩინარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ალექსანდრ სტარუხი ამბობს, ოკუპანტებს, როგორც ჩანს, სურთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ბერდიანსკიდან პორტის გავლით.

„გემიდან ზოგიერთი მათგანი სრულად იყო დატვირთული - ამას საბაჟო დოკუმენტებიდან ვხედავთ. ნაწილი ნაწილობრივ იყო დატვირთული. რამდენიმე დღის წინ ეს გემები გაუჩინარდნენ ბერდიანსკის პორტიდან. როგორც ხალხი ამბობს, ისინი „რუსულმა ბუქსირებმა“ წაიყვანეს.

ახლა ვნახოთ, გემი გამოაგზავნის თუ არა რაიმე კოდებს პირდაპირ საინფორმაციო გარემოში. ამით ჩვენ გავიგებთ მათ მდებარეობას“,- განაცხადა ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.