რუსების მიზანია, რაც შეიძლება მეტი უკრაინელი გაანადგურონ - დმიტრო კულება ბუჩაში მომხდარ სისასტიკეზე

კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წამებისა და მასობრივი მკვლელობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ  ეს რუსეთის მიერ წინასწარ განზრახული ქმედება იყო.  ამის შესახებ კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

მისი თქმით, რუსების მიზანია რაც შეიძლება მეტი უკრაინელის განადგურება.

„ბუჩაში ადამიანების ხოცვა-ჟლეტა წინასწარ იყო განზრახული. რუსები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი გაანადგურონ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და განვდევნოთ. დიდი შვიდეულისგან სასწრაფოდ გამანადგურებელი სანქციების დაწესებას მოვითხოვ.  მოვითხოვ ნავთობის, გაზის და ქვანახშირის ემბარგოს. დაიკეტოს ყველა პორტი რუსული გემებისთვის და რუსეთის ყველა ბანკი SWIFT-ის პროგრამიდან გაითიშოს“, - აცხადებს კულება.